დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საქართველოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანი ეწვევა
ავტორი:
2014/დეკემბერი/10 18:30:03
11-12 დეკემბერს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ჰოვიკ აბრაჰამიანი ეწვევა.
სომხეთის პრემიერის ვიზიტთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დახვდება.
ვიზიტის ფარგლებში ჰოვიკ აბრაჰამიანი პირისპირ შეხვდება ირაკლი ღარიბაშვილს, რის შემდეგაც გაფართოებული მოლაპარაკებები გაიმართება. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებსაც გააკეთებენ. დღის ბოლოს საქართველოს მთავრობის მეთაური სომხეთის სამთავრობო დელეგაციას ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს.
12 დეკემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება, გმირთა მოედანზე გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს, ასევე ეწვევა გრიგორიანულ ეკლესიას.
სომხეთის სამთავრობო დელეგაცია თბილისს 12 დეკემბერს დატოვებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 978
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია