დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
წამყვანი კომიტეტობის უფლება იურიდიულ საკითხა კომიტეტს კიდევ ერთხელ არ მიეცა
ავტორი:
2014/დეკემბერი/08 19:00:02
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს კიდევ ერთ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით არ მიეცა კანონპროექტის წამყვანი კომიტეტის რანგში განხილვის შესაძლებლობა .
ამჯერად საქმე ეხება"იურიდიული დახმარების შესახებ" კანონსა და "სამოქალაქო საპროცესო კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს, რომელთა დაკავშირებითაც პარლამენტის იურიდიულმა დეპარტამენტმა წამყვან კომიტეტად სწორედ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის განსაზღვრა, ხოლო სავალდებულო კომიტეტად - ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით კი, კომიტეტების სტატუსები გადაადგილდა. ამასთან, აღნიშნული პროექტის ავტორია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი, ხოლო ინიციატორი - თავად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი .
სტატუსების გადანაცვლების წინადადებით ბიუროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ მიმართა, რომლის განმარტებითაც, იმის გამო, რომ საკითხი უფასო იურიდიული დახმარების მიღებას ეხება, თემატიკიდან გამომდინარე, წამყვანი კომიტეტი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი უნდა ყოფილიყო.
ბესელიას ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით თავად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ვახტანგ ხმალაძემ აღნიშნა, რომ თითქმის არ არსებობს თემა, რომელიც ადამიანის უფლებთა დაცვის სფეროს და შესაბამისს კომიტეტს არ ეხება, ისევე როგორც, თითქმის არ არის თემა, რომელიც არ ეხება იურიდიულ საკითხთა კომიტეტს.
საბოლოოდ, პარლამენტის ბიურომ ეკა ბესელიას თხოვნას გაუწია ანგარიში და კომიტეტის გადანაცვლების გადაწყვეტილება მიიღო.
ცნობისთვის, პარლამენტში ინიცირებულ საკანონმდებლო პროექტებს სამივე მოსმენით წამყვანი კომიტეტი იხილავს და განსაზღვრავს საკომიტეტო დონეზე განხილვის პროცედურას, მაშინ როცა სავალდებულო კომიტეტს საკითხის მხოლოდ ერთჯერად განხილვა და სავალდებულო დასკვნის მომზადება მოეთხოვება, რომლის პარლამენტის მიერ გაზიარება=არგაზიარება დიდწილად წამყვან კომიტეტზეა დამოკიდებული. კანონპროექტების საბოლოო ვარიანტს პარლამენტს წამყვანი კომიტეტი უგზავნის და მის პოზიციას კანონის საბოლოო რედაქციაზე გავლენის მოხდება შეუძლია.
პარლამენტის ბიურომ ანალოგიური გადაწყვეტილება მოსმენების "გასაღებთან" დაკავშირებით ინიცირებულ პროექტებზეც მიიღო, როცა წამყვანი კომიტეტობის უფლება იურიდიულ საკითხა კომიტეტს არ მისცა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 937
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია