დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნიკა მელია - "ნაციონალური მოძრაობის" დროინდელი პროკურორი ადამიანის უფლებებზე არ უნდა ლაპარაკობდეს
ავტორი:
2014/დეკემბერი/08 18:30:03
ადამიანის უფლებებზე წინა წლებში, "ნაციონალური მოძრაობის" დროს, ქვემო ქართლის პროკურორი არ უნდა ლაპარაკობდეს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ნიკა მელიამ ორთაჭალაში, ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლიდან დევნილთა გასახლების წინააღმდეგ შეკრებილების აქციაზე, მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილთან შელაპარაკებისას განაცხადა.
სუბარის მოადგილემ განაცხადა, რომ ის წლების განმავლობაში იყო ქვემო ქართლის საოლქო პროკურორი, თუმცა "არც ერთი დღე არ აქვს დარდად". "ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დამცველად ნუ გვევლინებით. წლების განმავლობაში, მე ვიყავი "ნაციონალური მოძრაობის" დროს, საოლქო პროკურორი და არც ერთი დღე არ მაქვს დარდად", - აღნიშნა ხერვიაშვილმა.
ნიკა მელიამ კი, რეხვიაშვილი ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა. "შუა ზამთარში ხალხს ყრით გარეთ. რომელ ფუნდამენტურ უფლებებზე ლაპარაკობთ. თქვენი უფროსი გამოდის და ამბობს, შენობას რეაბილიტაცია უნდა ჩაუტარდესო, არადა შენობას აწერია, რომ იყიდება. ადამიანის უფლებებზე წინა წლებში, "ნაციონალური მოძრაობის" დროს, ქვემო ქართლის პროკურორი არ უნდა ლაპარაკობდეს", - აღნიშნა მელიამ.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1011
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია