დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ლევან დავითაშვილის აზრით, მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება ეკონომიკურ მდგომარეობასთან პირდაპირ კავშირში არ იყო
ავტორი:
2018/ივნისი/29 14:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/davitashvili_07da8.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/501058-levan-davithashvilis-azrith-mthavrobis-ekonomikuri-gundis-shecvlis-shesakheb-gadatsyvetileba-ekonomikur-mdgomareobasthan-pirdapir-kavshirshi-ar-iyo.html", "headline": "ლევან დავითაშვილის აზრით, მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება ეკონომიკურ მდგ...", "datePublished": "2018-06-29 10:30:54", "dateModified": "2018-06-29 10:30:54", "description": "გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის აზრით, პრემიერ-მინისტრისა და მთავრო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/davitashvili_07da8.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის აზრით, პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეცვლის შესახებ პოლიტიკური გადაწყვეტილება ეკონომიკურ მდგომარეობასთან პირდაპირ კავშირში არ იყო.

ამის შესახებ დავითაშვილმა ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, თუ რატომ შეეწირა ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას პრემიერი კვირიკაშვილი და მთავრობის ეკონომიკური გუნდი მაშინ, როცა მიმდინარე წლის მაისში ეკონომიკურმა ზრდამ 7,5% შეადგინა.

„ეკონომიკურ ზრდას და შედეგებს რაც შეეხება, ჩვენ მართლაც კარგი შედეგები გვაქვს. სავალუტო ფონდმა საკმაოდ კარგი დასკვნა გააკეთა. საკმაოდ კარგი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ამ მხრივ, მაისის თვე მართლაც რეკორდულია ჩვენი მთავრობის პირობებში და გამორჩეული რეგიონში. თუმცა ეს პირდაპირ კავშირში არ არის იმასთან, რაც იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება მიღებული იქნა თვითონ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ. რა თქმა უნდა, ასეთი გადაწყვეტილებები გუნდში კონსულტაციების შედეგად ხდება ხოლმე. ამიტომ ამის მეტს ამაზე ვერ დავამატებ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 696
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია