დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ოფიციალური თბილისი შტაინმაიერის ვიზიტს საქართველოსადმი პოლიტიკურ მხარდაჭერად აფასებს
ავტორი:
2014/დეკემბერი/08 11:00:02
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტს საქართველოსადმი პოლიტიკურ მხარდაჭერად და სოლიდარობის გამოხატულებად აფასებს.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, დავით კერესელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს საქართველოში სამუშაო ვიზიტით ჩამოდის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი, რომელიც ვიზიტის ფარგლებში შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერს, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრს.
როგორც კერესელიძემ აღნიშნა, საუბრის თემა იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია, გერმანიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება და სხვა აქტუალური საკითხები.
კერესელიძის თქმით, გერმანიასთან, როგორც ნატო-ს და ევროკავშირის ერთ-ერთ ლიდერ ქვეყანასთან, ჩვენი დიალოგი არის მნიშვნელოვანი.
"ეს ვიზიტი არის დროული და მნიშვნელოვანი", - აღნიშნა დავით კერესელიძემ.
გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტი 8-9  დეკემბერს შედგება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 878
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია