დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოციალურ რეკლამასთან დაკავშირებული პროექტის განხილვა პარლამენტში კამათის ფონზე წარიმართა
ავტორი:
2014/ივლისი/29 20:00:03
სამაუწყებლო ეთერში სოციალური რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით მომზადებული პროექტის განხილვა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე კამათის ფონზე წარიმართა.
იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი ინიციატივის თანახმად, მაუწყებლებს სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სოციალური რეკლამის განსათავსებლად საეთერო დროის მიყიდვა მხოლოდ მას შემდეგ შეეძლებათ, რაც კანონით სოციალური რეკლამისთვის გამოყოფილ უფასო დროს (ყოველ სამ საათში არა ნაკლებ 90 წამი) შეავსებენ. ამასთან, "მაუწყებლობის შესახებ" კანონს ემატება პუნქტი, რომლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო და მაუწყებელი ვერ თანხმდებიან, არის თუ არა მიწოდებული მასალა სოციალური რეკლამა, დავას ამ საკითხზე კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია გადაწყვეტს.
საკანონმდებლო ინიციატივას უმცირესობა აკრიტიკებს. ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, პროექტით მაუწყებლების ინტერესები გათვალისწინებული არ არის. მათი აზრით, დაუშვებელია, კერძო ორგანიზაციებისთვის უფასო სოციალური რეკლამის განთავსების დავალდებულება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1084
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია