დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ფრანსუა ოლანდი- რუსეთი და საფრანგეთი შეძლებენ უკრაინის კონფლიქტის გადაწყვეტის გზები გამონახონ
ავტორი:
2014/დეკემბერი/06 19:00:03
საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განცხადებით, რუსეთი და საფრანგეთი შეძლებენ უკრაინის კონფლიქტის გადაწყვეტის გზები გამონახონ. ამის შესახებ ოლანდმა მოსკოვში რამდენიმესაათიანი ვიზიტის დროს განაცხადა, რომლის დროსაც ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
"საჭიროა იმ დისკუსიის გაგრძელება, რომელიც "დიდი ოცეულის" ფარგლებში დაიწყო. რუსეთსა და საფრანგეთს ამისკენ სწრაფვა გააჩნიათ. ვფიქრობთ, რუსეთი და საფრანგეთი შეძლებენ გამონახონ აუცილებელი გზა საკითხის გადასაწყვეტად", - განაცხადა ოლანდმა.
თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ კარგია საფრანგეთის პრეზიდენტის მოსკოვში ვიზიტი რომ შედგა, რადგან ეს ბევრ პრობლემას მოაგვარებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1017
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია