დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი ვოლსკი - ახლა მივხვდი რას ეძახის "ნაციონალური მოძრაობა" უნარიან ხელისუფლებას
ავტორი:
2014/ივლისი/28 14:30:02
ახლა მივხვდი რას ეძახის "ნაციონალური მოძრაობა" უნარიან ხელისუფლებას, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი , გიორგი ვოლსკი ექს პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილისთვის და წინა მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წაყენების ფაქტს.
"ახლა მივხდი რას ეძახის "ნაციონალური მოძრაობა" უნარიან ხელისუფლებას. ისინი უნარიანად ისეთ ხელისუფლებას თვლიან, რომელსაც შეუძლია წაართვას, სახელმწიფო ქონებით ივაჭროს, დაჩაგროს, გამოიყენოს ჯარი და პოლიცია საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ვფიქრობ, ეს საქმე არ იქნებოდა გამოტანილი, რომ არა საკმაო მტკიცებულებები, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი საზოგადოებისათვის, რომელიც მთავარი შემფასებელია, არამედ საყურადღებო იქნება საერთაშორისო პარტნიორებისთვის", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას გია ვოლსკიმ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე წუთის წინ მთავარ პროკურატურაში გაკეთდა.
უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბენას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრას და არკადი პატარკაციშვილოის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას.
მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდების შესახებ დადგენილებები გამოტანილ იქნა ასევე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1078
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია