დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სოზარ სუბარი - ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში მცხოვრები ყველა დევნილი თანახმაა ქირით გავიდეს
ავტორი:
2014/დეკემბერი/06 15:30:03
ისანში, ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში მცხოვრები ყველა დევნილი თანახმაა ქირით გავიდეს, - ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ჰოსპიტალში მცხოვრებ ყველა დევნილს დაწერილი აქვს განცხადება და ისინი გავლენ ქირით, რის შემდეგაც სამინისტრო გაარემონტებს შენობას და დევნილები დაბრუნდებიან უკვე გარემონტებულ ჰოსპიტალის შენობაში.
"ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში მცხოვრებ ყველა დევნილთან ჩვენ ინდივიდუალურად ვიმუშავებთ. ყველა მათგანს დაწერილი აქვს განცხადება. ისინი თანახმა არიან გავიდნენ ქირით იმიტომ, რომ ეს შენობა არის უსაშინლეს მდგომარეობაში. იქ ცხოვრება შეუძლებელია. ამ შენობას ჩვენ გავარემონტებთ და უკან შევიყვანთ ისევ ამ ადამიანებს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, ჰოსპიტალიდან გამოსახლებას არც ერთი დევნილი, რომელიც იქ ცხოვრობს, არ აპროტესტებს.
"ვინც აპროტესტებს, ისინი არ არიან დევნილები. უმრავლეს შემთხვევაში არიან სოციალურად დაუცველები, რომლებიც შეჭრილები არიან, ან არის 2-3 დევნილი, რომელიც იქ არ ცხოვრობს, მაგრამ უნდა რაღაც თემა ააგოროს. 60-ზე მეტი ოჯახია ჰოსპიტალში და ყველას დაწერილი აქვს ჰოსპიტალში თავისი ნებით", - განაცხადა სუბარმა.
მისივე თქმით, გამოსახლება მომავალი კვირიდან დაიწყება და გამოსახლებულებს ქირას სამინისტროს დაუფარავს. რაც შეეხება სოციალურად დაუცველებს, როგორც სუბარი აცხადებს, სოციალურად დაუცველებთან მუშაობს მერია "და ისინიც გამონახავენ გამოსავალს, თუ როგორ გაიყვანონ ისინი".
ისანში, ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში მცხოვრებ 250-მდე ოჯახს შენობიდან გამოსახლება ემუქრება. მათ გუშინ აქცია გამართეს და შენობიდან გამოსახლების საკითხი გააპროტესტეს. აქციაზე თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი, ნიკა მელია იმყოფებოდა. როგორც ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში მცხოვრებლები აცხადებენ, მათ ეს შენობა მომავალი კვირის ორშაბათიდან უნდა დატოვონ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1026
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია