დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე ქართულ დელეგაციას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს
ავტორი:
2018/თებერვალი/05 08:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/kvirikashvili_c976a.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/476430-saqarthvelo-evrokavshiris-asocirebis-sabtcos-skhdomaze-qarthul-delegacias-premier-ministri-giorgi-kvirikashvili-ukhelmdzghvanelebs.html", "headline": "საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე ქართულ დელეგაციას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკა...", "datePublished": "2018-02-05 04:39:00", "dateModified": "2018-02-05 04:39:00", "description": "საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე ქართულ დელეგაციას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/kvirikashvili_c976a.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე ქართულ დელეგაციას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს. სხდომა დღეს ბრიუსელში გაიმართება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს რიგით მეოთხე შეხვედრაზე განიხილება ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის კუთხით მიღწეული პროგრესი. ასევე, საუბარი შეეხება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების განახლებულ დღის წესრიგს, რომელიც მოიცავს პრიორიტეტებს 2020 წლამდე.

პლენარული სხდომის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში, სესილია მალმსტრომთან. ასევე, ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ მინისტრთა კაბინეტის წევრები.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი არიან.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 653
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია