დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ სააკაშვილი - ვლადიმერ პუტინი უკრაინის აღებას ახალი მეხუთე კოლონით შეეცდება და არა ტანკებით
ავტორი:
2014/დეკემბერი/06 11:00:01
ვლადიმერ პუტინი უკრაინის აღებას ახალი მეხუთე კოლონით შეეცდება და არა - ტანკებით, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "უკრაინსკაია პრავდასთან" ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინული გამოცემის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებას ქვეყნის გადარჩენის მიზნით, მობილიზებისკენ მოუწოდებს.
"ქვეყნის გადასარჩენად უკრაინის პოლიტიკურ ელიტას მაქსიმუმ ექვსი თვე აქვს და საკუთარ თავს ერთი დღის დაკარგვის უფლებაც კი არ უნდა მისცენ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, უკრაინის სახელმწიფოებრიობა დიდი საფრთხის ქვეშ არის. მისივე განცხადებით, პუტინმა თავისთვის ყველაფერი გადაწყვიტა.
"თუ უკრაინა გააგრძელებს არსებობს, ეს პუტინისთვის ძალაუფლების დასასრული იქნება, ამიტომ სამხედრო თვალსაზრისით, ის გააგრძელებს შეტევებს. მაგრამ ამ ეტაპზე კიევს არა ტანკებით, არამედ ახალი მეხუთე კოლონით შეუტევს", - განუცხადა "უკრაინსკაია პრავდას" მიხეილ სააკაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1215
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია