დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბორის სილევიჩი იმედოვნებს, რომ ხელისუფლება ოპოზიციასთან კონსტრუქციულად ითანამშრომლებს
ავტორი:
2014/დეკემბერი/05 21:30:03
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებელი საქართველოს საკითხებზე ბორის სილევიჩი იმედოვნებს, რომ ხელისუფლება კონსტრუქციულად ითანამშრომლებს ოპოზიციასთან, მათ შორის, ახლად წარმოქმნილ ოპოზიციასთან, - ამის შესახებ სილევიჩმა დღეს, სასტუმრო "რედისონში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების საქართველოში ვიზიტი შეაჯამა.
სილევიჩმა ისაუბრა იმ საკითხებზე, რომლებიც განხილულ იქნა ვიზიტის ფარგლებში მთავრობასთან, ოპოზიციასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე.
"ჩვენი ინტერესების სფეროში, რა თქმა უნდა, შედის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა. რა თქმა უნდა, მთავარი აქ არის იმაში დარწმუნება, რომ სასამართლოები, პროკურატურა და სამართალდამცველი ორგანოები სრულად დამოუკიდებელი არიან ნებისმიერი პოლიტიკური გავლენისგან. აქ საუბარია არა იმაზე, რომ ეს ასე უნდა იყოს, არამედ იმაზე, რომ ეს დამოკიდებულება იმდენად ცხადი უნდა იყოს, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის ნათელი იყოს", - განაცხადა ბორის სილევიჩმა.
მისივე თქმით, ევროპის საბჭოს არასაპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებისთვის საინტერესო იყო, ენახათ თუ როგორ მუშაობს საქართველოს ხელისუფლება ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში შეცვლილ პოლიტიკურ რეალობაში, მას შემდეგ, რაც კოალიციაში ცვლილებები განხორციელდა.
"ჩვენ დაინტერესებულები ვართ სტაბილურობით, გრძელვადიან განვითარებაში. ნებისმიერი სახის ქაოსი, რა თქმა უნდა, ცუდია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ხელისუფლება კონსტრუქციულად ითანამშრომლებს ოპოზიციასთან, მათ შორის, ახლად წარმოქმნილ ოპოზიციასთან, ისე, როგორც ეს შეეფერება კარგი პარლამენტარიზმის მქონე ქვეყნებს", - აღნიშნა ბორის სილევიჩმა.
მისივე განცხადებით, საინფორმაციო ხასიათის ანგარიშს მომხსენებლები წარუდგენენ მონიტორინგის კომიტეტს. რაც შეეხება რეზოლუციას საქართველოს საკითხებზე, ის უკვე მოგვიანებით იქნება მიღებული, ხოლო თანამომხსენებლების მორიგი ვიზიტი საქართველოში 2015 წლის გაზაფხულზე დაიგეგმება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 935
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია