დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბაბუშერას აეროპორტიდან გადმოსვენებული ცხედრების სრული იდენტიფიკაცია მაქსიმუმ 6 თვეში მოხდება
ავტორი:
2014/მაისი/25 16:00:02
სოხუმის ბაბუშერას აეროპორტიდან გადმოსვენებული ცხედრების სრული იდენტიფიკაცია მაქსიმუმ 6 თვეში მოხდება, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ სამებაში განაცხადა, სადაც პატრიარქმა აფხაზეთში დაღუპული ქართველი გმირების, მათ შორის თბილისში გადმოსვენებულთა სახელზე პანაშვილი გადაიხადა.
როგორც დარახველიძემ აღნიშნა, თბილისში 31 ცხედრის გადმოსვენება მოხერხდა და ამით ბაბუშერას სამარხი პრაქტიკულად დაიხურა. მისივე თქმით, მაქსიმუმ 6 თვეში მოხდება სრული იდენტიფიკაცია და შემდეგ ცხედრები ოჯახებს გადაეცემათ.
დავით დარახველიძის განცხადებით, 27 მაისს გაიხსნება დიღმის ძმათა სასაფლაო, სადაც სავარაუდოდ 23 ცხედარი განისვენებს და არ არის გამორიცხული მათ შორის აფხაზ თანამემამულეთა ცხედრებიც იყოს. მისი თქმით, იგივე პროცედურებით მოხდება მათი იდენტიფიცირება და ოჯახებისთვის გადაცემა.
დღეს სამებაში პოლიტიკოსების გარდა ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული იმ გმირების ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ, რომელთა ცხედრებიც თბილისში აფხაზეთიდან რამდენიმე დღის წინ გადმოასვენეს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1106
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია