დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
The Economist - ”ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ ქვეყნის პოლიტიკა არაკომპეტენტურობისა და შურისძიების მავნე ნაზავია
ავტორი:
2014/დეკემბერი/05 12:00:51
საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანის,  ბიძინა ივანიშვილის "ქართული ოცნების" არჩევნებში გამარჯვებიდან ორი წლის შემდეგ, ქვეყნის პოლიტიკა არაკომპეტენტურობისა და შურისძიების მავნე ნაზავია. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Economist-ის სტატიაშია ნათქვამი.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოს, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას ბევრი ნაკლი ჰქონდა, მაგრამ მისი ხელისუფლების პირველ წლებში ქვეყანა იდეებით, პროექტებითა და რეფორმებით იყო ხმაურიანი.
"დღევანდელი საქართველო უმოქმედო და დაბნეულია, რომელსაც მიმართულება არ აქვს", - ნათქვამია ბრიტანული გამოცემის სტატიაში.
ამასთან, როგორც სტატიაშია აღნიშნული, ბატონმა ივანიშვილმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გუნდს გაუმჭვირვალობის გამო თავს ესხმოდა, თვითონ კიდევ უფრო მეტად გაუმჭვირვალე - ერთგვარი ჩრდილოვანი სახელმწიფო შექმნა.
სტატიის ავტორთა თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის წინ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს არ აქვს ოფიციალური თანამდებობა, ის კვლავ რჩება გადაწყვეტილებების მიმღებ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად, რომელიც პერიოდულად ეშვება ხოლმე საკუთარი რეზიდენციიდან, რათა პოლიტიკური ნება აისრულოს.
სტატიის ავტორები ასევე ციტირებენ საქართველოს პარლამენტის წევრის თინა ხიდაშელის კომენტარს, რომელიც აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის საქმეებში ჩარევის გარეშე, საქართველოში მოვლენები დღესდღეობით უფრო უარესად იქნებოდა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1005
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია