დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი - ეკა ზღულაძე არსენ ავაკოვის გუნდს გააძლიერებს
ავტორი:
2014/დეკემბერი/05 11:00:06
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე უკრაინაში 8 დეკემბერს ჩავა და მონაწილეობას მიიღებს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმაში. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განაცხადა.
ანტონ გერაშჩენკოს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი უარს ამბობს, რომ ეკა ზღულაძე მისი მოადგილე იყოს.
"არსენ ავაკოვსა და ეკა ზღულაძეს შორის გუშინ სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც თანამშრომლობის ერთობლივი გეგმები განიხილეს. პირადად ვიცნობ ეკა ზღულაძეს და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში გატარებული რეფორმების გამოცდილებით, ის საგრძნობლად გააძლიერებს არსენ ავაკოვის გუნდს", - აღნიშნავს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1020
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია