დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით დონდუა - დიდი ძალისხმევა გვჭირდება, რომ ევროპელ და ამერიკელ კოლეგებს დავანახოთ რა ხდება ჩვენს რეგიონში
ავტორი:
2014/დეკემბერი/04 13:00:10
დღეს მთელი ყურადღება გადატანილია უკრაინისკენ და ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი დიპლომატიური და პოლიტიკური ძალისხმევა გვჭირდება, რომ დავანახოთ ჩვენ ევროპელ და ამერიკელ კოლეგებს, რა ხდება ჩვენს რეგიონში, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით დონდუამ განაცხადა.
დონდუამ საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის აშშ-ს სახელმწიფო მდივან ჯონ ქერისთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
"ეს იქნება გაცნობითი შეხვედრა და ძირითადი საუბარი დაეთმობა საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებს, ვისაუბრებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, იმ ჰუმანიტარულ პრობლემაზე, რომელიც შეიქმნა საოკუპაციო ხაზების გასწვრივ ხელოვნური ბარიერების და მავთულხლართების გავლებით და რა თქმა უნდა, დიდი ყურადღება დაეთმობა რუსეთსა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას და იმ შედეგებს, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ამას არამარტო საქართველოს და რეგიონისთვის, არამედ, ზოგადად ევროპული უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა დავით დონდუამ.
ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა უფრო ქმედითი უნდა იყოს საქართველოსთან მიმართებაში.
"არამარტო ახლა მივიჩნევთ ასე, არამედ ჯერ კიდევ 2008 წელს რომ ყოფილიყო ადეკვატური რეაქცია დასავლეთის მხრიდან, ასეთი გაგრძელება არ მოჰყვებოდა უკრაინაში. დღეს მთელი ყურადღება გადატანილი არის უკრაინისკენ და ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი დიპლომატიური და პოლიტიკური ძალისხმევა გვჭირდება იმისათვის, რომ დავანახოთ ჩვენ ევროპელ და ამერიკელ კოლეგებს, რა ხდება ჩვენს რეგიონში და ამ კონკრეტულ ხელშეკრულებას შევხედოთ არა როგორც დოკუმენტს, არამედ როგორც პროცესს, რომელიც ახლა არ დაწყებულა _ დაიწყო 2008 წელს და აუცილებლად ექნება გაგრძელება ძალიან მძიმე შედეგებით არა მარტო საქართველოსთვის და რეგიონისთვის, არამედ მთელი ევროპული უსაფრთხოებისთვის. ამიტომ არის საჭირო ადეკვატური რეაქცია, რომ მისი სავალალო შედეგები რაღაცნაირად მინიმიზირებული იყოს", - განაცხადა დავით დონდუამ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 960
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია