დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტის თავმჯდომარე აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს დაკომპლექტების საკითხს ეხმიანება
ავტორი:
2013/ნოემბერი/12 23:00:08
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს დაკომპლექტების საკითხს ეხმიანება.
როგორც დავით უსუფაშვილმა ბათუმში ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "მთლად სწორი გადაწყვეტილებები არ უნდა იყოს". მისივე თქმით, ყველა ადამიანი საკუთარ გადაწყვეტილებაზე თავად აგებს პასუხს.
"ხვალ ვაპირებ ამ საკითხში დეტალურად გარკვევას. წინასწარი მონაცემებით, მგონია, რომ მთლად სწორი გადაწყვეტილებები არ უნდა იყოს, მაგრამ ყველა თავის გადაწყვეტილებაზე თავად აგებს პასუხს. საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ამ სფეროში, რომელიც ვფიქრობ, საკმაოდ ცალსახაა, თუმცა ამ კონკრეტულ საკითხს იმედია, ყველა კიდევ ერთხელ გაეცნობა", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
მისივე განმარტებით, უფრო საიმედო და სანდო მოსაზრებებს გამოთქვამენ სათანადო ორგანოები, თუკი აღნიშნული საკითხი სასამართლოში დავის საგანი გახდება.
აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო ხუთი წევრისგან დაკომპლექტდა. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ კვოტირების პრინციპი და საქართველოს კანონი "მაუწყებლის შესახებ" დაირღვა, რადგან მრჩეველთა საბჭოს ორი წევრი აჭარის უმაღლესი საბჭოს უმცირესობის კანდიდატებით უნდა დაკომპლექტებულიყო. აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ კენჭისყრის მეორე ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ სამი წევრი ჰყავდა არჩეული, კანდიდატები კვლავ წარადგინა. საბოლოოდ, მრჩეველთა საბჭოს ხუთივე წევრი უმრავლესობის კანდიდატებით დაკომპლექტდა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1169
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია