დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოსა და პოლონეთის უშიშროების საბჭოს აპარატებს შორის თანამშრომლობის პროტოკოლი გაფორმდება
ავტორი:
2014/დეკემბერი/04 10:00:02
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი საქართველოს ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში პოლონეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" უშიშროების საბჭოს აპარატიდან აცნობეს, ვიზიტის დროს დაგეგმილია ირინე იმერლიშვილის შეხვედრა პოლონელ კოლეგასთან, პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელთან სტანისლავ კოჟეისთან.
შეხვედრაზე ხელი მოაწერება საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატსა და პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების ბიუროს შორის ურთიერთთანამშრომლობის პროტოკოლს, რომელიც უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების მიმართულებით გლობალურ, რეგიონალურ და ორმხრივ დონეზე ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.
პროტოკოლის მიხედვით, მხარეთა ურთიერთთანამშრომლობა მოიცავს რეგულარულ კონსულტაციებს შემდეგ საკითხებზე: უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობა; ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესი, საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვის კონტექსტში; რეგიონალური უსაფრთხოება, აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში ვითარების გათალისწინებით; ორმხრივი სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა; სტრატეგიული დაგეგმარების პროცესში გამოცდილების გაზიარება;
ასევე იგეგმება, რეგულარული კონსულტაციები პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების ბიუროსა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელების, მათი მოადგილეების ან დეპარტამენტთა დირექტორების დონეზე უნდა განხორციელდეს სულ მცირე წელიწადში ერთხელ, მონაცვლეობით თბილისსა და ვარშავაში.
როგორც ხელმოწერილ დოკუმენტშია აღნიშნული, მხარეები მიზნად ისახავენ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას და კმაყოფილებას გამოთქვამენ მხარეებს შორის წარსულში არსებული ურთიერთთანამშრომლობის მაღალი ხარისხის გამო, რომელიც დაფუძნებული იყო "ურთიერთთანამშრომლობის გეგმის" ორწლიან ფორმატზე.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1104
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია