დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საქართველოში დევნილთა მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოქვეყნდება
ავტორი:
2013/ნოემბერი/05 19:00:02
საქართველოში დევნილთა მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოქვეყნდება, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელმა რენე რუკემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში დევნილთა მდგომარეობის შესახებ ანგარიში 20 ნოემბერს მიგრაციის კომისიას წარედგინება, ხოლო აპრილში - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას.
რუკეს ინფორმაციით, მან მოინახულა საქართველოში რამდენიმე კომპაქტურად ჩასახლებული დევნილის საცხოვრებელი. "მოვინახულეთ რუსთავში, ოქროყანასა და წეროვანში ჩასახლებული დევნილები. გამოიკვეთა გარკვეული პრობლემები და იძებნება ამ პრობლემების გადაჭრის საშუალებები. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამ ადამიანებს სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების იმედი აქვთ. ისინი ელოდებიან ცვლილებებს. მათ ეზრდებათ შემწეობა და აქვთ იმედი, რომ პრობლემები მოგვარდება. მთავარი პრობლემა, რაც გამოიკვეთა, არის გათბობის, კანალიზაციისა და საცხოვრებელი ადგილების პრობლემა. მთავარი მიზანი კი არის ის, რომ ყველამ სწრაფად მიიღოს ნორმალური საცხოვრებელი პირობები. ვისაც შევხვდით, ღირსეული ადამიანები არიან", - განაცხადა რენე რუკემ.
მისივე ცნობით, იგი შეხვდა სამინისტროს წარმომადგენლებსაც. პირადად შეხვდა დევნილთა და განსახლების მინისტრ დავით დარახველიძეს. პარლამენტარებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სადაც მათ დევნილთა პრობლემებზე ესაუბრა.
რუკეს განცხადებით, ძალიან მალე გამოქვეყნდება ანგარიში, რომელშიც აღწერილი იქნება დევნილთა მდგომარეობა. ამ ანგარიშში საუბარი იქნება საქართველოში მცხოვრები დევნილების მდგომარეობაზეც. "ჩვენს მიერ შემუშავებული ანგარიში 20 ნოემბერს მიგრაციის კომისიას წარედგინება, ხოლო აპრილში - საპარლამენტო ასამბლეას", - აღნიშნა რენე რუკემ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1164
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია