დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი სესიაშვილი - ჩემთვის მიუღებელია, უკრაინაში თანამდებობებზე ის პირები დაინიშნონ, რომლებსაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა აკისრიათ
ავტორი:
2014/დეკემბერი/03 17:30:02
მიუღებელი იქნება, უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე ის პირები დაინიშნონ, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში ცხრა წლის მანძილზე არადემოკრატიული რეჟიმის დამყარებაში პოლიტიკური პასუხისმგებლობა აკისრიათ, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"ჩვენ პირველ რიგში, სურვილი გვაქვს, ჩვენს პარტნიონ ქვეყანასთან - უკრაინასთან ერთად ევროპისკენ ერთად ვიაროთ. თავისთავად ცხადია, დაინტერესებულები ვართ, რომ ჰყავდეთ ძლიერი ხელისუფლება - ორინტირებული ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე. ჩემთვის, მაგალითად მიუღებელი იქნება, უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე ის პირები დაინიშნონ, რომლებსაც თავის მხრივ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აკისრიათ, ჩვენს ქვეყანაში 9 წლის მანძილზე არადემოკრატიული რეჟიმის დამყარებაში. თავისთავად ცხადია, დაინტერესებული ვარ, რომ უკრაინას ძლიერი, კარგი მომავალი ჰქონდეს", - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი სესიაშვილმა.
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა საქართველოს ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანმა ალექსანდრე კვიტაშვილმა დაიკავა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1211
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია