დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთს ეწვია
ავტორი:
2014/თებერვალი/12 23:00:03
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საპარლამენტო დელაგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით უნგრეთს ესტუმრა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით უსუფაშვილთან ერთად უნგრეთს პარლამენტის წევრები: თედო ჯაფარიძე, ივანე კიღურაძე, დავით ონოფრიშვილი და თინათინ ბოკუჩავა ეწვივნენ.
ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებულ პირველ ოფიციალურ შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე ხვალ გამართავს.
ორი დღის განმავლობაში დაგეგმილია შეხვედრები უნგრეთის პრეზიდენტთან, იანოშ ადერთან, სახელმწიფო მინისტრთან საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ჟოლტ ნემეტთან, თავდაცვის მინისტრთან, ჩაბა ჰენდესთან, უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან, ლასლო კოვერთან და ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, მიჰაი ბალასთან.
ვიზიტის ფარგლებში დავით უსუფაშვილი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტსაც ეწვევა, სადაც ქართველ სტუდენტებს შეხვდება და ლექციას წაიკითხავს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ოფიციალურ ვიზიტს უნგრეთში 14 თებერვალს დაასრულებს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1208
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია