დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - ბოროტმოქმედს შსს-ში შეუძლია ბოროტად გამოიყენოს ე.წ. გასაღების მექანიზმი
ავტორი:
2014/დეკემბერი/02 23:30:02
ბოროტმოქმედს შინაგან საქმეთა სამინისტროში შეუძლია ბოროტად გამოიყენოს ე.წ. გასაღების მექანიზმი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში განაცხადა.
საკანონმდებლო ორგანოს სპიკერის თქმით, ასეთი ბოროტმოქმედებისგან სხვა უწყებებშიც არ იყვნენ დაზღვეულები, თუმცა პირადად მას სჯეროდა და სჯერა, რომ სხვაგან აღნიშნულის რისკი უფრო ნაკლებად იყო.
"ეს სისტემა იყო მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსკლუზიურ დაქვემდებარებაში. კაციშვილი ვერც თვალს შეყოფდა იქ და ვერც ყურს. ეს იყო ვანო მერაბიშვილის აწყობილი სისტემა. რა შევქმენით ჩვენ? – ახლა სისტემა სანახევროდ გამოვიდა გარეთ და დაახლოებით ორმაგ დაქვემდებარებაშია. ბოროტმოქმედს შინაგან საქმეთა სამინისტროში, დიახ, შეუძლია ბოროტად გამოიყენოს ეს მექანიზმი, მაგრამ ასეთი ბოროტმოქმედებისგან ჩვენ სხვა უწყებებშიც არ ვიყავით დაზღვეული, თუმცა მე მჯეროდა და ახლაც მჯერა, რომ სხვაგან უფრო დაზღვეულები ვიქნებოდით", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დავით უსუფაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. გასაღების შსს-დან გამოსვლის თაობაზე არც ერთი მიდგომა გათვალისწინებული არ იქნა, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები და განსხვავებული აზრის მქონე პოლიტიკოსები ერთმანეთს არ უნდა "შეელეწონ".
"მე მინდოდა ეს. მე ვთვლიდი, რომ ეს იყო სწორი, მაგრამ იმით, რაც გაკეთდა, ქვეყანა არ დაქცეულა. ამის გამო კი არ უნდა შეველეწოთ მე და ბესელია, მე და მარგველაშვილი, მარგველაშვილი და ღარიბაშვილი, არამედ დავინახოთ სად ვართ და გადავდგათ შემდეგი სწორი ნაბიჯი", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1040
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია