დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კოვზანაძე - ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით ჩემი პროგნოზი მართლდება
ავტორი:
2017/ნოემბერი/30 17:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAIVL/kovzanadze_6d4a8.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/466003-irakli-kovzanadze-ekonomikur-zrdasthan-dakavshirebith-chemi-prognozi-marthldeba.html", "headline": "ირაკლი კოვზანაძე - ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით ჩემი პროგნოზი მართლდება", "datePublished": "2017-11-30 13:40:26", "dateModified": "2017-11-30 13:40:26", "description": "გულწრფელად მიხარია, რომ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით ჩემი პროგნოზი მართლდება, - ამის შესახებ საფ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVL/kovzanadze_6d4a8.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } გულწრფელად მიხარია, რომ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით ჩემი პროგნოზი მართლდება, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

„ჯერ კიდევ 4-5 თვის წინ ვამბობდი, რომ 2017 წელს საქართველოს ექნებოდა მშპ-ის ზრდა 5%-ის ფარგლებში. გულწრფელად მიხარია, რომ ჩემი პროგნოზი მართლდება“, - განაცხადა კოვზანაძემ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასების კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც წინა წილის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2017 წლის ოქტომბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,7 პროცენტი, ხოლო ათი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4.9% შეადგინა.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად აჭარბებს მშპ-ის ზრდის დაგეგმილ 4%-იან მაჩვენებელს და ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა არა მხოლოდ ამიერკავკასიის მასშტაბით, არამედ მთელ რეგიონში. „ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს მთავრობა ატარებს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას და ამიტომაც 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ მომავალი 2018 წელი კიდევ უკეთესი სასტარტო პოზიციებიდან დაიწყოს ქვეყანამ და შევქმნათ საფუძველი სწრაფი და მდგრადი ინკლუზიური ზრდისათვის“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 606
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია