დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ალექსანდრე კვიტაშვილმა უკრაინის მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადი შეიტანა
ავტორი:
2014/დეკემბერი/02 10:30:01
საქართველოს ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა და თსუ-ს ყოფილმა რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა უკრაინის მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადი შეიტანა.
"უკრაინსკაია პრავდას" ჟურნალისტის, სერგეი ლეშენკოს ინფორმაციით, ამის შესახებ თავად კვიტაშვილმა ფრაქცია "პეტრო პოროშენკოს ბლოკის" სხდომაზე განაცხადა, სადაც მას უკრაინის ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის რანგში მოუსმინეს.
ფრაქციის სხდომაში მონაწილეობდა საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მოადგილე ეკატერინე ზღულაძეც, რომელიც შესაძლოა, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნოს.
უკრაინას რადას დეპუტატი მუსტაფა ნაიემი კი, Facebook-ში საკუთარ გვერდზე წერს, რომ ეკატერინე ზღულაძე საქართველოს მთავრობაში მას შემდეგ მიიწვიეს, რაც სახელმწიფოს დავა მოუგო. ნაიემი ზღულაძესთან დიალოგს აქვეყნებს.
"ახლა საფრანგეთში ცხოვრობს. არის უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეობის კანდიდატი. მას ფრაქციის სხდომის მომზადებისას შევხვდი. დაძაბულია, თავშეკავებული, თავაზიანი, ლამაზი სახის ნაკვთებით. ვკითხე, რაში გჭირდებათ ეს? მიპასუხა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახლა კარგ პოსტზეა, მაგრამ ამბობს რომ ასეთი შანსი ყოველთვის არ ეძლევა, მითუმეტეს მეორეჯერ", - წერს ნაიემი.
ამასთან, მისი თქმით, ზღულაძემ აღნიშნა, რომ საქმე მხოლოდ შანსში არ არის, არამედ იმაშიც, რომ უკრაინას და საქართველოს საერთო მტერი ჰყავთ და ეს არის არა რუსეთი, არამედ საერთო საბჭოთა წარსული, რომელიც თან სდევს და, რომელიც არ მოსწონდა საქართველოში, არ მოსწონს უკრაინაშიც.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1056
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია