დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ალასანია - ამერიკელ პარტნიორებს ნათლად აქვთ დანახული პოლიტიკური მიზნით სამართალდამცავი სტრუქტურების გამოყენება
ავტორი:
2014/დეკემბერი/02 09:00:03
ამერიკელ პარტნიორებს ნათლად აქვთ დანახული საქართველოში პოლიტიკური მიზნით სამართალდამცავი სტრუქტურების გამოყენება, - ამის შესახებ "მაესტროს ცხრიანში" საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა.
მისი თქმით, ნათელია, რომ პროკურატურა დამოუკიდებლად არ მოქმედებს.
"რაც შეეხება პროკურატურის ნაბიჯებს, პოლიტიკური მიზნით სამართალდამცავი სტრუქტურების გამოყენებას, ეს ძალიან ნათლად აქვთ დანახული ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. პროკურატურა დამოუკიდებლად არ მოქმედებს. ეს ჩემთვის ნათელია", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ვიზიტით კანდასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, სადაც მაღალი დონის შეხვედრები გამართა.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 979
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია