დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
EFTA-მ მზადყოფნა გამოხატა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს
ავტორი:
2014/ნოემბერი/26 21:00:02
ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციამ (EFTA) მზადყოფნა გამოხატა საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ორგანიზაციიდან აცნობეს, ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს EFTA-ს მინისტერიალზე, რომელიც შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მიმდინარე წლის ნოემბერში გაიმართა.
"აღნიშნული საკითხი პირველად დაისვა საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას შორის თანამშრომლობის ერთობლივი კომიტეტის პირველ სხდომაზე, რომელიც ორი თვის წინ ჟენევაში ჩატარდა. აღნიშნულ სხდომაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და მიმოიხილეს ის სფეროები, სადაც შესაძლებელია თანამშრომლობის უფრო მეტად გაღრმავება", - აცხადებენ ასოციაციაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1085
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია