დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით საგანელიძე – საკითხში ღრმად ჩახედვამ, ელისო ჩაფიძე და ანი მიროტაძე მიღებული კანონის სისწორეში დაარწმუნა
ავტორი:
2014/ნოემბერი/30 18:00:04
დეპუტატებმა ანი მიროტაძემ და ელისო ჩაფიძემ, რომლებმაც თავი შეიკავეს მოსმენებთან დაკავშირებით ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის მხარდაჭერისგან, დღეს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირეს.
როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დავით საგანელიძემ განუცხადა, უმრავლესობაში იყო კიდევ ორი დეპუტატი, ვინც გარვეულად გადაწყვეტილების ჩამოყალიბების პროცესში იყვნენ.
"ეს იყო ქალბატონი ელისო ჩაფიძე და ქალბატონი ანი მიროტაძე, რომლებმაც წინა კანონპროექტის დროს თავი შეიკავეს. თუმცა, ალბათ ამ დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა, იმ კონსულტაციებმა, ძალიან ბევრმა საუბრებმა, უფრო ღრმად ჩახედვამ ამ საკითხში, ისინი დაარწმუნა ამ კანონპროექტის სისწორეში", - განაცხადა საგანელიძემ.
ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პროექტის დამტკიცებისას, ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა, ელისო ჩაფიძემ, ამავე ფრაქციის წარმომადგენლებმა ვანო კიღურაძემ და თამარ კორძაიამ აღნიშნულ პროექტს მხარი არ დაუჭირეს. რაც შეეხება ანი მიროტაძეს, დეპუატატი საკითხის საკომიტეტო განხილვისას ღიად აფიქსირებდა, რომ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს მხარს არ უჭერდა, თუმცა, სასესიო განხილვის პროცესში და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1016
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია