დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თავდაცვის სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა 
ავტორი:
2013/ოქტომბერი/11 15:00:29
მემორანდუმის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს ცენტრის მოხალისეების სამხედრო ბაზებზე შესვლას, მათთვის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე სემინარებისა და სხვადასხვა სიმულაციური წვრთნის ჩატარებას. თავდაცვის უწყება ხელს შეუწყობს ასევე, ცენტრის თანამშრომლობას სამხედრო სასწავლო დაწესებულებებთან. თავის მხრივ, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირზე საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებულობისა და ცნობადობის გაზრდას შესაბამისი საინფორმაციო კამპანიების გზით გეგმავს. თავდაცვის უწყებასა და საინფორმაციო ცენტრს შორის ეფექტური თანამშრომლობის ფარგლებში, ცენტრი ასევე, საზოგადოებას თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაციებს მიაწვდის.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1151
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია