დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
,,თავისუფალმა დემოკრატებმა" პრეზიდენტის შენიშვნებს მხარი დაუჭირეს
ავტორი:
2014/ნოემბერი/30 17:30:02
,,თავისუფალმა დემოკრატებმა" პრეზიდენტის შენიშვნები გაითვალისწინეს და კენჭისყრაზე ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტს მას მისცეს ხმა.
როგორც ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პრეზიდენტის შენიშვნები არ იყო სრულყოფილი, თუმცა, ის პარლამენტს აძლევდა შანსს, მომავალში უკეთესი კანონი მიეღო ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით.
"ჩვენ, "თავისუფალმა დემოკრატებმა" ნათლად დავაფიქსირეთ საკუთარი პოზიცია. ვინაიდან ის მიღებული კანონები, რომელიც მიიღო ტექნიკურმა უმრავლესობამ, არის ძალიან ცუდი. აქედან გამომდინარე პრეზიდენტის შენიშვნები არ იყო ამომწურავი ყველა მიმართულებით და არ სცემდა ყველა ძირითად შეკითხვას პასუხს, მაგრამ ჩვენ, "თავისუფლი დემოკრატები" ვთვლიდით, რომ ის შენიშვნები უტოვებდა შანსს საქართველოს პარლამენტს, უკეთესი კანონი მიეღო მომავალში, რაც არ ქნა გამოყენებული. სწორედ ჩვენ გვინდა, რომ ის რეფორმები, რომელიც თავიდან "ქართულამ ოცნებამ" აიღო, როგორც პირობა საზოგადოების წინაშე, შეასრულოს", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.







წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 981
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია