დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თეა წულუკიანი - ირაკლი ალასანიას, მე ხელი ჩავკიდე, როგორც მეგობარს, როგორც საკუთარ ძმას
ავტორი:
2014/ნოემბერი/29 22:30:02
ირაკლი ალასანიას, როგორც კი მისი 5 თანამშრომელი დააკავეს, მე ხელი ჩავკიდე, როგორც საკუთარ ძმას და ეს ხელი 4 ნოემბერს, 18:00 საათამდე, მის ბრიფინგამდე არ გამიშვია, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, "იმედის" ეთერში ირაკლი ალასანიაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"ირაკლის, როგორც კი მისი ხუთი თანამშრომელი დააკავეს, მე ხელი ჩავკიდე, როგორც მეგობარს, როგორც საკუთარ ძმას, რომელსაც უჭირს და ეს ხელი არ გამიშვია, 4 ნოემბერს, 18:00 საათამდე, როდესაც მან ბრიფინგი ჩაატარა ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი მესიჯებით", - განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, ალასანიას მიერ 4 ნოემბერს გაკეთებული განცხადება მისთვის სურპრიზი იყო.
"ჩვენ კიდევაც შევხვდით, ხელიც ჩამოვართვით ერთმანეთს, შევთანხმდით, რომ იმ ეტაპზე საგანგაშო არაფერი ხდებოდა. ის მიხსნიდა, რომ ერთ სისხლის სამართლის საქმეზე შეიძლება იყოს კითხვის ნიშნები, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ქართველმა ერმა შეიცვალა თავისი ევროატლანტიკური არჩევანი. ასევე მითხრა, რომ დარტყმის ობიექტი ყველა ყოფილა, ამა თუ იმ მთავრობაში, ამა თუ იმ დროს და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერი იცვლის ევროატლანტიკურ არჩევანს. თუმცა, ბრიფინგზე ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი მესიჯებით წარდგა", - განაცხადა წულუკიანმა.
მისი თქმით, ალასანიასთვის ჩაჭიდებული ხელი ნიშნავდა იმას, რომ მას რჩევებს 5 წლის მანძილზე აძლევდა.
"მე მას ვეთანხმები, რომ არაფერი არ წაშლის დედამიწის ზურგზე იმ ბრძოლას, რომელიც ჩვენი საერთო წარსულია. მე მაქვს პასუხისმგებლობა, არ ვთქვა და გავაკეთო ის, რასაც არაკეთილმოსურნე ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენებს", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, ალასანიას ის განცხადება, რომ შეტევა მიმდინარეობს ევროატლანტიკურ არჩევანზე, გამოყენებული იყო ჩვენი არაკეთილმოსურნეების მიერ, თუნდაც მაშინ, როდესაც თავად იმყოფებოდა ვიზიტით სხვადასხვა ქვეყანაში.

იხილეთ ბმული: წულუკიანი: "ხელი ჩავკიდე ირაკლის, როგორც ძმას, მეგობარს და არ გამიშვია მის ბრიფინგამდე"


PLAYER_GET_VIDEOFLASH
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 980
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია