დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტი მიმდინარე კვირის სესიაზე ახალი რედაქციის კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებს მესამე მოსმენით დაამტკიცებს
ავტორი:
2018/მარტი/20 20:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAANOEM/parlamenti.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/484022-parlamenti-mimdinare-kviris-sesiaze-akhali-redaqciis-konstituciashi-gankhorcielebul-cvlilebebs-mesame-mosmenith-daamtkicebs.html", "headline": "პარლამენტი მიმდინარე კვირის სესიაზე ახალი რედაქციის კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებს მესამე მ...", "datePublished": "2018-03-20 16:07:31", "dateModified": "2018-03-20 16:07:31", "description": "პარლამენტი, მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე, ახალი რედაქციის კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს მე...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAANOEM/parlamenti.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტი, მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომაზე, ახალი რედაქციის კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს მესამე მოსმენით განიხილავს და დაამტკიცებს. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი განსახილველად ხვალ ან 22 მარტის სესიაზე გავა.

ცვლილებები გასული წლის სექტემბერში მიღებული კონსტიტუციის პროექტში აისახება, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის ოქტომბერში - ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ უნდა შევიდეს.

ახალმიღებული კონსტიტუციის კორექტირება რამდენიმე შინაარსობრივი ცვლილების განსახორციელებლად, მათ შორის ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმებისა და 2020 წლის არჩევნებში, ერთჯერადად, საარჩევნო ბლოკების დაშვების მიზნით გადაწყდა.

ამასთან, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება იმგვარად მოხდა, რომ პარლამენტს განსახილველად ახალი რედაქციის კონსტიტუცია მთლიანად - პრეამბულიდან დაწყებული გარდამავალი დებულებების ჩათვლით წარედგინა და ახალი კონსტიტუციის 78-ვე მუხლის განხილვა, გადახედვა მოხდა. ამ პროცესში კი, მთელ რიგ მუხლებში განხორციელდა როგორც შინაარსობრივი, ასევე რედაქციული, ტერმინოლოგიური და ტექნიკური სახის ცვლილებები. მათ შორის ცვლილებები კონსტიტუციის მე-18 მუხლში განხორციელდა, რომელიც საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას ეხება.

კონსტიტუციური კანონის პროექტი შემდეგ ძირითად ცვლილებებს ითვალისწინებს: კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან ე.წ. ბონუსის სისტემის ამოღება ხდება. ახალი ვერსიის თანახმად, გაუნაწილებელ საპარლამენტო მანდატებს თანმიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები მიიღებენ.

მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, პოლიტიკური პარტიების გარდა, საარჩევნო ბლოკებსაც ექნებათ.

გარდა ამისა, ფართოვდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები საარჩევნო ნორმებისა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. კერძოდ, სამი თვით იზრდება შესაბამისი სარჩელის განხილვის ვადები. ასევე, უქმდება ჩანაწერი, რომლის თანახმად, არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო სიითი შემადგენლობის სრული თანხმობით წყვეტს.

ახალმიღებულ კონსტიტუციაში ტერმინი ”ხმოსანი” აღარ იარსებებს. ”ხმოსანი“ ტერმინით - ”საარჩევნო კოლეგიის წევრი“ იცვლება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 513
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია