დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ბურჯანაძე - ველოდებით, რომ წალკის საკრებულოს თავმჯდომარე იმ სასჯელს მიიღებს, რაც ეკუთვნის
ავტორი:
2014/ნოემბერი/29 17:30:02
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა" წალკაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ხელისუფლების უმაღლესი პირების რეაგირებას ელოდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობიდან" აცნობეს, "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე გუშინ წალკაში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა, როდესაც საკრებულოს წევრებმა "ქართული ოცნების" მხრიდან საკრებულოში "დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენელს იური მოდებაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
როგორც ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს ცალკეულ რაიონებში კვლავ გრძელდება ფეოდალიზმი და კონკრეტული ფეოდალიზმის გამოვლინებას ადგილი ჰქონდა გუშინ წალკაში, როდესაც "დემოკრატიული მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს იური მოდებაძეს თავს დაესხნენ საკრებულოს წევრები, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მან შეისწავლა მილიონ 800 ათასი ლარის ღირებულების ტენდერის ფაქტები წყალმომარაგების სისტემის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით და დოკუმენტურად დაასაბუთა, რომ ტენდერი უკანონოდაა ჩატარებული, ამ თანხის უდიდესი ნაწილი კი, გაფლანგულია.
"იური მოდებაძეს თავს დაესხნენ საკრებულოს "ქართული ოცნების" წევრები და ის ადამიანები, რომლებიც ახლა "ქართული ოცნების" სახელით ლაპარაკობენ, მაგრამ ადრე გახლდათ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. ეს არის ბატონი საბაძე, რომელიც იყო "ნაციონალური მოძრაობის"ფრაქციის თავმჯდომარე, ახლა კი წალკის გამგებლის ახლობელია. სამწუხაროდ ის, რაც წალკაში მოხდა, ეს არ არის ერთეული შემთხვევა, საქართველოს ბევრ რეგიონში ნამდვილად გრძელდება ფეოდალური მმართველობა და ეს არის შედეგი იმ კოჰაბიტაციისა, რომელიც ჩვენ თავს მოგვახვია "ქართულმა ოცნებამ". ჩვენ კატეგორიულად ვითხოვთ ხელისუფლებისაგან, უმკაცრესი ზომები იყოს მიღებული იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც ბოროტად სარგებლობენ თანამდებობებით, ებრძვიან სიმართლეს და ებრძვიან პოლიტიკური ოპონენტებს მუშტიკრივით და ძალის გამოყენებით," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, გამოძიების შედეგებს დაელოდებიან და იმედი აქვს, რომ ეს შედეგები უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე წალკაში მომხდარი წინა შემთხვევა, როდესაც მათი პარტიის წარმომადგენელს ზაურ ფუტკარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გამოძიება დღემდე დამთავრებული არ არის.
"ველოდებით ხელისუფლების უმაღლესი პირების რეაგირებას და ველოდებით იმას, რომ წალკის საკრებულოს თავმჯდომარე "ქართული ოცნება-ნაციონალური მოძრაობიდან" დატოვებს თანამდებობას და მიიღებს იმ სასჯელს, რომელიც რეალურად ეკუთვნის. ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ დავტოვებთ რეაგირების გარეშე ამ ფაქტს, არ დავუშვებთ, რომ ჩვენი პარტიის წარმომადგენლები იჩაგრებოდნენ რომელიმე რაიონში. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმისათვის, რომ ქვეყანაში მართლაც აღდგეს სამართლიანობა და ერთხელ და სამუდამოდ, დამთავრდეს ფეოდალების პარპაში ცალკეულ რეგიონებში" , - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1001
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია