დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი გენერალ პატრიკ დე რუზიეს შეხვდა
ავტორი:
2014/ნოემბერი/28 18:30:02
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ პატრიკ დე რუზიეს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოში ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის პირველი ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა უსაფრთხოების მიმართულებით კიდევ უფრო ღრმავდება.
ასევე აღინიშნა, რომ ცენტრალურ აფრიკაში ქართული შეიარაღებული ძალების მონაწილეობით იზრდება საქართველოს როლი საერთო ევროპული უსაფრთხოების სისტემაში. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ თავდაცვის უწყებებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.
"ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში სტუმრობა და ის, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მომიწვია ჩვენი ხედვების გასაზიარებლად. ეს ჩემთვის კარგი შესაძლებლობაა ევროკავშირის თავდაცვის ხელმძღვანელის, ასევე მთლიანად ევროკავშირის სახელით გამოვხატო მხარდაჭერა და მადლიერება საქართველოს წვლილისთვის ჩვენს ოპერაციებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ამ წლის განმავლობაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი ძალზე მნიშვნელოვანია და დიდად ვაფასებთ იმას, რომ თქვენი მონაწილეობა მომავალი წლის მარტამდე გრძელდება. ეს ჩემთვის ასევე იყო შესაძლებლობა ხაზგასმით აღმენიშნა ჩვენი სურვილი კვლავაც გავაგრძელოთ თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ამ მიმართულებით საუბარი მქონდა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან და გენერალური შტაბის ხელმძღვანელთან, რომელმაც დამიდასტურა, რომ მომავალ თვეებსა და წლებში უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ. საქართველოს შეიარაღებული ძალები მონდომებულია მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირის ოპერაციებში, რაც ჩვენთვის მეტად სასიხარულოა", - განაცხადა გენერალ პატრიკ დე რუზიემ.
ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრას ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 975
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია