დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კარასინი: "მიმდინარეობს პროპაგანდისტული ისტერიკა ცხინვალის ხელისუფლების აბსოლუტურად კანონზომიერ ქმედებაზე"
ავტორი:
2013/სექტემბერი/24 15:24:02
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის განცხადებით,  საქართველოს პროვოკაციებს დვანსა და დიცში სერიოზული შედეგები მოჰყვება. მისივე შეფასებით, რუსეთისთვის დიცსა და დვანში მიმდინარე მოვლენებზე "თბილისის პოლიტიკური სპეკულაციები" მიუღებელია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინსა და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ფილიპ ლეფორს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც მხარეებმა ჟენევის დისკუსიებისთვის მზადების პროცესი და ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი განცხადების პერსპექტივები განიხილეს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. „ლეფორის ყურადღება გამახვილდა სამხრეთ ოსეთის საზღვრის რაიონში საქართველოს მიერ პრვოკაციული აქტივობის გაძლერებაზე. მიმდინარეობს პროპაგანდისტული ისტერიკა ცხინვალის ხელისუფლების აბსოლუტურად კანონზომიერ ქმედებაზე, რომელიც სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის გაძლიერებას ისახავს მიზნად. ვრცელდება აშკარად ცრუ ინფორმაცია საზღვრის თითქოსდა საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში გადაწევასთან დაკავშირებით. საქართველოს პოლიცია უშუალოდ ერევა "ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო აქციის" ორგანიზებაში, რასაც მედიასაშუალებებში ტენდენციური ასახვა მოსდევს, როგორც ეს 17 სექტემბერს დიცში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოხდა. უკანასკნელ დღეებში კი, ხმაურია დვანის რაიონში მიმდინარე ღონისძიებებთან დაკავშირებით. გასაგებია, რომ ცხინვალის მიერ ბოლო წლებში გეგმაზომიერად მიმდინარე ღონისძიებები, რომლებიც რუსი მესაზღვრეების ხელშეწყობით ეფექტური სასაზღვრო რეჟიმის დამყარებას ისახავს მიზნად, საქართველოსთვის მიუღებელია. თბილისი მზად არ არის, აღიაროს მიხეილ სააკაშვილის 2008 წლის დანაშაულებრივი სამხედრო ავანტიურის შედეგების შეუქცევადობა. თუმცა, ემოციების განზრახ გამძაფრება და პოლიტიკური სპეკულაციები ამ თემაზე მიუღებელია. ეს რეგიონულ სტაბილურობაზე სერიოზულ გავლენას მოახდენს", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. კარასინმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დამკვირვებლები, საქართველოში არსებული წინასაარჩევნო ვითარების გათვალისწინებით, თბილისის მიერ „სასაზღვრო რაიონებში უპასუხისმგებლო ნაბიჯების" გადადგმას შეაჩერებენ.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 990
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია