დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ვახტანგ ხმალაძის საკანონმდებლო პაკეტი ჩავარდა
ავტორი:
2014/ნოემბერი/27 19:30:03
კენჭისყრის შედეგით, 61 მომხრე, 71 წინააღმდეგი პარლამენტმა ვახტანგ ხმალაძის საკანონმდებლო პაკეტი ჩააგდო.
მანამდე კენჭი ფარული მოსმენების ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით ბესელია–ფოფხაძე–სესიაშვილის საკანონმდებლო პაკეტს ეყარა, რომელიც პირველი მოსმენით, 75 მომხრე, 58 - წინააღმდეგი მიიღეს.
ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პროექტი ფარული მოსმენების ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რომელთაგან ერთი "გასაღები" შს სამინისტროს რჩება, ხოლო მეორე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში იქნება. რაც შეეხება ვახტანგ ხმალაძის საკანონმდებლო ინიციატივას, ის ე.წ. ერთგასაღებიანი სისტემის ამოქმედების საკანონმდებლო წინადადებით გამოვიდა, რომელიც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გადაეცემა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 964
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია