დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პრეზიდენტი ლატვიის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო
ავტორი:
2014/ნოემბერი/26 21:30:03
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლატვიის პრეზიდენტთან ანდრეს ბერზინშთან ერთად ლატვიის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერებმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. გიორგი მარგველაშვილმა ლატვიელ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოში სტუმრობისათვის, ასევე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლატვიის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობა თანდათან უფრო ვითარდება.
ანდრეს ბერზინშმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა და იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო განმტკიცდება.
ლატვიის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ მიღებას ლატვიის რესპუბლიკისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსის წევრები დაესწრნენ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1202
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია