დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩემი ოცნებაა შეიქმნას ძლიერი სპეცსამსახურები, დაზვერვის სამსახური და პოლიცია
ავტორი:
2014/დეკემბერი/26 13:00:03
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებასთან დაკავშირებით მთავრობას ისრაელის გამოცდილება მოსწონს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა "ექსპო-ჯორჯიაში" მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"სამუშაო ჯგუფის შექმნის პროცესია. გვინდა პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. მოვუსმენთ ყველა დაინტერესებულ ჯგუფს. არ შეიძლება სიჩქარე. პროცესი დაიწყება და გვაჩვენებს დროს, როდის განხორციელდება – შეიძლება 6 თვეში, შეიძლება ერთ წელიწადში, მე არ მინდა წინასწარ განცხადებები გავაკეთო და მოლოდინები შევქმნა, მაგრამ იქნება თანამედროვე, ევროპული ტიპის ძლიერი სამინისტრო და სპეცსამსახურები. ჩვენი მიზანია, სპეცსსამსახურები განვითარდნენ. ის, თუ როგორ მუშაობდნენ სპეცსამსახურები წინა ხელისუფლების დროს, იყო სამარცხვინო. ხელმძღვანელობა ქმნიდა აბსოლუტურად არაჯანსაღ გარემოს, რადგან არასწორ, მხოლოდ პოლიტიკურ დავალებებს აძლევდნენ და სპეცსამსახურები ვერ ვითარდებოდა. დღეს არის იმის უნიკალური შესაძლებლობა, რომ სპეცსამსახური განვითარდეს. ჩემი ოცნებაა შეიქმნას ძლიერი სპეცსამსახურები, ძლიერი დაზვერვის სამსახური, ძლიერი შიდაუსაფრთხოების სამსახურები და პოლიცია. ჩვენ ძალიან მოგვწონს ისრაელის გამოცდილება და ამ მიმართულებით კონსულტაციებს გავდივართ", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1046
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია