დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თამარ ბერუჩაშვილი - პრემიერის ვიზიტის მიზანი არ იყო სამუშაო შეხვედრები გაერთიანებული სამეფოს ლიდერებთან
ავტორი:
2014/ნოემბერი/26 01:00:04
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლონდონში სპეციალური დანიშნულების ვიზიტით იყო და არა სამუშაო ვიზიტით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ჟურნალისტის იმ შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან არშემდგარ შეხვედრას ეხებოდა.
მისი თქმით, ლონდონში ვიზიტი იყო სპეციალური დანიშნულების, ეს იყო ეკონომიკური თანამშრომლობის გარღმავება და ბიზნეს წრეებთან შეხვედრები. "ამ ვიზიტის მიზანი არ იყო სამუშაო შეხვედრები გაერთიანებული სამეფოს ლიდერებთან. სამუშაო შეხვედრა მზადდებდა და როცა იქნება ამ ფორმატის ვიზიტი, ყველა შესაძლებლობა იქნება გამოყენებული", - განმარტა ბერუჩაშვილმა.
საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ დღეს გაკვირვება გამოხატა, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილის ბრიტანეთში ვიზიტის დროს ქვეყნის პრემიერ-მინისტრს.
"მე ძალიან გამიკვირდა, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრი ბრძანდებოდა ლონდონში და მას არ ჰქონდა შეხვედრა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან. ვფიქრობ, ეს შანსი უნდა ყოფილიყო გამოყენებული აუცილებლად ასეთ კრიტიკულ ვითარებაში. ასევე გამიკვირდა ისიც, რომ ამ ხელშეკრულების გაფორმებას სამწუხარო ფაქტი უწოდა. ვფიქრობ, ეს ძალიან რბილი შეფასებაა, რადგანაც ეს არის ძალიან ცუდი, ეს არის კატასტროფული ვითარება. საქმე გვაქვს ფაქტობრივ ანექსიასთან", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1168
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია