დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი კაკაურიძე - რა თანხა დაიზოგება სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მინისტრები ახალ სტრუქტურაზე მუშაობას დაიწყებენ
ავტორი:
2017/ნოემბერი/17 18:30:02
../photo/2015_02/0-0SEQT-2015/kakauridze.png { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/463651-giorgi-kakauridze-ra-thankha-daizogeba-struqturuli-cvlilebebis-shedegad-mas-shemdeg-gakhdeba-cnobili-rac-ministrebi-akhal-struqturaze-mushaobas-daitsyeben.html", "headline": "გიორგი კაკაურიძე - რა თანხა დაიზოგება სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რ...", "datePublished": "2017-11-17 14:40:53", "dateModified": "2017-11-17 14:40:53", "description": "რა თანხა დაიზოგება დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც კონ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-0SEQT-2015/kakauridze.png", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } რა თანხა დაიზოგება დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც კონკრეტული მინისტრები ახალ სტრუქტურაზე მუშაობას დაიწყებენ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ "ქართული ოცნების" ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქით, 2018 წლის ბიუჯეტის ჯამური პარამეტრების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არ შეიცვლება. "იქნება გარკვეული ცვლილებები, პროექტებს შორის გადანაწილება იქნება, ასევე ის სტრუქტურული ცვლილებები, რომელიც დაგეგმილია მთავრობაში, იქნება ბიუჯეტის ბოლო ვარიანტში ასახული. ჯამური პარამეტრები მნიშვნელოვნად არ შეიცვლება", - აღნიშნა კაკაურიძემ.

მისივე თქმით, რა თანხა დაიზოგება დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც კონკრეტული მინისტრები დაიწყებენ ახალ სტრუქტურაზე მუშაობას და ჩამოაყალიბებენ ახალ სტრუქტურას, მათ შორის, აპარატებში.

"თუმცა ეს, რა თქმა უნდა, ვერ იქნება მნიშვნელოვნად დიდი თანხები, ვინაიდან არც ერთი სამინისტროს ფუნქცია, რომელიც აქამდე ჰქონდათ, არ უქმდება. ეს ფუნქციები რჩება, ისევე, როგორც დაცული ტერიტორიები ისევ იარსებებს, სატყეო სააგენტო ისევ იარსებებს და ა.შ. რომელი ფუნქციებიც ჰქონდა ამა თუ იმ სამინისტროს ენერგეტიკის კუთხით, სოფლის მეურნეობის კუთხით თუ ასე შემდეგ, ყველა ეს ფუნქცია შენარჩუნდება", - განაცხადა კაკაურიძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 628
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია