დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მიხეილ სააკაშვილი - როდესაც მთავრობის წევრები 2008 წლის დავიწყებაზე საუბრობენ, ეს შეურაცხყოფაა
ავტორი:
2014/ოქტომბერი/26 09:30:02
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მთავრობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მზად არის დაივიწყოს 2008 წელი.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი2-ის გადაცემა "კურიერთან" საუბრისას ბრიუსელიდან განაცხადა, როდესაც მთავრობის წევრები თვითგამორკვევაზე და 2008 წლის დავიწყებაზე საუბრობენ, ეს არის შეურაცხყოფა იმ ადამიანების, რომლებიც რუსული ტყვიების მსხვერპლნი გახდნენ.
"როგორც ვიცი, ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა. ნუთუ ჩვენი მთავრობის ყველა ქმედება არ მიუთითებს იმაზე, რომ თვითგამორკვევის გამოცხადება ეს არის შეურაცხყოფა გიორგი ანწუხელიძისთვის, იმ ადამიანებისთვის ვინც რუსული ბომბების ქვეშ დაიღუპა. რა თვითგამორკევაზე ვლაპარაკობთ?" - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა ასევე ისაუბრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ აფხაზეთთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე.
"საქართველოს ფორმალური პრემიერი რასაც აცახდებს მას კანონის ძალა აქვს, მან გამოაცხადა, რომ აფხაზები აწარმოებდნენ 25 წლიან ბრძოლას თვითგამორკვევისთვის. 25 წლის წინ აფხაზი სეპარატისტების ერთმა ნაწილმა ააფრიალა ძალადობრივი ბრძოლის დროშა საქართველოდან გამოყოფის მიზნით. ეს ის თარიღია, როდესაც სოხუმში მოკლეს ვეკუა და ათობით სხვა ადამიანი. აქედან თვლის საქართველოს მთავრობა თვითგამორკვევას? - აღნიშნა სააკაშვილმა და დასძინა, რომ აფხაზეთიდან 500 ათასი ადამიანია გამოძევებული.
"ბაბუჩემს დომენტი ალასანიას ჰქონდა სახლი ეშერაში, ახლა იქ ზის ვიღაც აფხაზი და ის თვითგამორკვევას აწარმოებს ბაბუაჩემის სახლში?- განაცხადა სააკაშვილმა.
ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ საერთაშორისო დისკუსიებში ტერმინი ოკუპაცია დაამკვიდრეს, ახლა კი ყველაფერი ერთი ხელის მოსმით ჩამოინგრა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1173
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია