დაისვენე კურორტ ახალდაბაში
უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეები უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ექსპერტებს შეხვდნენ
ავტორი:
2014/ოქტომბერი/25 11:00:02
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეები თეონა აქუბარდია და ივლიანე ხაინდრავა გუშინ კონფლიქტების, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროებში მომუშავე ექსპერტებს შეხვდნენ.
საუბრის მთავარი თემა რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ე.წ. "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულება" და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები იყო.
შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა. უშიშროების საბჭოს აპარატის წარმომადგენლებმა ექსპერტებისგან მოისმინეს რეკომენდაციები რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის მცდელობაზე საქართველოს მხრიდან რეაგირებასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ შექმნილ ვითარებაში, აუცილებელია არაღიარების პოლიტიკის გატარების გაგრძელება და საერთაშორისო საზოგადოების უფრო აქტიური ჩართვა საქართველოს დეოკუპაციის პროცესში.
მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები რეგულარულად გაიმართება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1041
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია