დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ნარმანია სამგორის მოსახლეობას შეხვდა
ავტორი:
2014/მაისი/16 22:00:02
კოალიცია "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია სამგორის რაიონის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კოალიცია "ქართული ოცნებიდან" აცნობეს, დავით ნარმანიამ ვარკეთილი-3-ის, ზემო პლატოსა და მოსკოვის გამზირის მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და მათ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები: ია მაკასაშვილი, ლია ჯახველაძე და ლევან დარახველიძე წარუდგინა, ასევე, მოსახლეობის პრობლემები მოისმინა.
"საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობა, სატრანსპორტო პრობლემა, დაზიანებული საცხოვრებელი სახლები და კორპუსებიდან ცენტრალურ გზამდე მისასვლელი გზები მოსახლეობას პრობლემას უქმნის. დედაქალაქის მცხოვრებლები სანიაღვრე სისტემის გაუმართაობაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ძლიერი წვიმის დროს ქუჩებში გადაადგილება შეუძლებელია", _ აცხადებენ კოალიციაში.
მათივე ინფორმაციით, დავით ნარმანია მოსახლეობას პრობლემის მოგვარების გზებზე ესაუბრა და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მათ გადაჭრას დაჰპირდა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1181
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია