დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პრემიერი მედიას - გაგვაკონტროლეთ, რას ვაკეთებთ მოსახლეობის პირობების გაუმჯობესების მიზნით
ავტორი:
2014/ოქტომბერი/20 14:00:02
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მედიას და არასამთავრობოებს მიმართავს, მაქსიმალურად ჩაერთონ და გააკონტროლონ მთავრობა.
"მე მინდა გთხოვოთ, მაქსიმალურად იყოთ ჩართულები და გაგვაკონტროლეთ. გააკონტროლეთ რას აკეთებს მთავრობა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. მე უბრალოდ მაინტერესებს, კითხვა მაქვს-არ გაინტერესებთ ეს?" - მიმართა პრემიერმა მედიის წარმომადგენლებს.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მან მოისმინა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის და მედიის წარმომადგენლების შეფასებები, რომ არ იციან, რას აკეთებს მთავრობა.
პრემიერის განცხადებით, ეს კითხვა ხშირად მიზანმიმართულად სპეკულირებს, იმისთვის, რომ მოსახლეობას გაუჩინონ განცდა, თითქოს მთავრობა მათთვის არაფერს აკეთებს.
"ეს არის ტყუილი. თუნდაც ის კითხვა - სად არის 60 ახალი საწარმო? 74 ახალი საწარმო გავხსენით ჩვენ პირობებში, ჩვენი დახმარებით. პროგრამა "აწარმოე საქართველოში" არ ყოფილა არასდროს. ჯანდაცვისთვის დაფინანსების გაზრდა, პენსიების გაზრდა და სოციალური დახმარების გაორმაგება - ეს არის რეალური შედეგები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მაგრამ საუბედუროდ, ამის მიტანა არ ხდება მოსახლეობამდე. მე და მთელი მთავრობის წევრები, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ სრულ მზადყოფნას, რომ ვართ მზად ვიყოთ ღია და გამჭვირვალე. გაგვაკონტროლეთ, რას ვაკეთებთ მოსახლეობის პირობების გაუმჯობესების მიზნით", - აღნიშნა პრემიერმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 985
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია