დაისვენე კურორტ ახალდაბაში
აშშ-ის საელჩო ხელისუფლებას მიმართავს
ავტორი:
2014/ივნისი/08 19:00:02
აშშ-ის საელჩო ხელისუფლებას არჩევნებში მონაწილე კანდიდატებზე სავარაუდო ზეწოლის და საარჩევნო კომისიების თანამშრომლებზე მიტანილი აგრესიის ფაქტების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დიპლომატიური წარმომადგენლეობა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
"ადგილობრივი თვითმმართველობების მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით სულ უფრო მეტი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ცნობებს 15 ივნისის მუნიციპალური არჩევნების წინ, საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული ინციდენტების, არჩევნებიდან ჩამოშორების მიზნით მთავრობის მიერ კანდიდატებზე განხორციელებული სავარაუდო ზეწოლისა და კონკრეტულ ადგილებში, საარჩევნო კომისიების თანამშრომლებზე მიტანილი აგრესიის შესახებ. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ობიექტურად გამოიძიოს აღნიშნული ბრალდებები და გადადგას ნაბიჯები, როგორც ტექნიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, რათა უზრუნველყოს ამ არჩევნებში საერთაშორისოდ აღიარებული იმ მაღალი სტანდარტების დაცვა, რომლითაც ბოლო ორი არჩევნები გამოირჩა. მთავრობისთვის, თითოეული პარტიისა და საარჩევნო ოლქისთვის მნიშვნელოვანია, შეიტანოს საკუთარი წვლილი ამ რეგიონში დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრებაში", - ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1058
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია