დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილი - დამისახელოს ვინმემ თუნდაც ერთი მაგალითი, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა ფეხზე დამდგარიყოს ორ წელიწადში
ავტორი:
2014/ოქტომბერი/20 12:00:02
დამისახელოს ნებისმიერმა ადამიანმა თუნდაც ერთი მაგალითი, რომ ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა ფეხზე დამდგარიყოს ორ წელიწადში, ეს არის გამორიცხული, ეს არის ილუზია , რომელსაც უქმნიან მოსახლეობას, – ამის შესახებ საქართვცელოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პროექტის - "მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა საქართველოში" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას სოფელი გაპარტახებული, გაღატაკებული და მოსახლეობისგან დაცლილი, სოფლის მეურნეობა კი დანგრეული დახვდა.
"ჩვენი მთავარი მონაპოვარი ამ ორი წლის განმავლობაში არის ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება და თავისუფალი ვაჭრობა, რაც ჩვენს ახალ სტანდარტებს დანერგავს. ახალი რეალობა შემოდის ჩვენს ქვეყანაში. ორი მილიონი ადამიანი, თითქმის ყოველი მეორე ადამიანი ჩვენს ქვეყანაში არის ღარიბი. დღეს გამოდიან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვებიც, რომელთაც არ აქვთ უფლება, განაცხადონ, რომ ამ ორ მილიონ ადამიანს რატომ ვერ უშველა სახელმწიფომ ორ წელიწადში. დამისახელოს ნებისმიერმა პროფესორმა, ჩვენზე მეტად მცოდნე ადამიანმა ერთი მაგალითი, თუნდაც რომელიმე ქვეყნის, ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეუყანა ფეხზე დამდგარიყოს ორ წელიწადში, ეს არის გამორიცხული, ეს არის ილუზია, რომელსაც უქმნიან მოსახლეობას. მაგრამ გამორიცხული არ არის, ის, რაც ჩვენ დავიწყეთ, შეუძლებელი არ არის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ – განვავითაროთ სოფლის მეურნეობა და გავაძლიეროთ სოფელი",-განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა დღესვე ეკონომიკის მინისტრს, მის გუნდს მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით არსებულ რესურსებზე ისაუბრა.
"ქვეყანა იყო ორიენტირებული იმპორტზე. შემოგვქონდა 85% და შემოგვაქვს შედარებით ნაკლები, მაგრამ შემოგვაქვს სოფლის მეურნეობის პროდუქცია მეზობელი ქვეყნებიდადან. მე გეტყვით მარტივ მაგალითს, ზაფხულის თვეებში ჩვენი გლეხების მიერ მოყვანილი ატმის შესყიდვა ხდება მეზობელი ქვეყნების მხრიდან, შენახვა სამაცივრე მეურნეობებში და საქართველოში შემოაქვთ ზამთარში ხუთმაგ ფასად. ეს არის მარტივი მაგალითი, თუ რა მდგომარეობაში იყო ჩვენი სოფლის მეურნეობა. გამოწვევა იყო ძალიან ბევრი და ჩევნ ამ გამოწვევებზე დავიწყეთ მუშაობა. გუშინ გვქონდა შეხვედრა, ეკონომიკური საბჭოს სხდომა, შევაჯამეთ თუ რა რესურსები აქვს საქართველოს. პრაქტიკულად გამოიკვეთა, რომ თითოეულ რაიონში გვაქვს იმაზე მეტი რესურსი, რაც სჭირდება ადგილობრივ ბაზარს. ჩვენ შეგვიძლია არა მხოლოდ ვაწარმოოთ ადგილობრივი ბაზრის დასაკმაყოფილებლად, არამედ ვიყოთ ექსპორტზე ორიენტირებული. ეს არის ამოსავალი წერტილი",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სამთავრობო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ახალი კომპონენტის - "მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა საქართველოში" საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" მიმდინარეობს. შეხვედრას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგებლები ესწრებიან.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 921
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია