დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ალასანია - გიორხელიძის გატაცების საქმეში ბრალდებულებს "თავისუფალ დემოკრატებთან" არანაირი კავშირი არ ჰქონიათ
ავტორი:
2014/ოქტომბერი/18 19:00:02
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას ინფორმაციით, იოსებ გიორხელიძის გატაცების საქმეში ბრალდებულებს დურმიშხან ღვარჩლიანსა და ჯემალ შონიას "თავისუფალ დემოკრატებთან" არანაირი კავშირი არ ჰქონიათ. ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, გიორხელიძის გატაცების საქმეში ბრალდებულები "თავისუფალი დემოკრატების" წევრები არიან.
"ისინი იყვნენ კუდი-ის გასამხედროებული ორგანიზაციის თანამშრომლები არჩევნებამდე, არანაირი კავშირი არ ჰქონიათ არც "თავისუფალ დემოკრატებთან" და არავისთან", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
შეკითხვაზე არჩევნების შემდეგ მუშაობდნენ თუ არა ისინი სამხედრო პოლიციაში, ალასანიამ უპასუხა, რომ თავდაცვის სამინისტროში ძალიან ბევრი მუშაობდა და ძალიან ბევრმა თავდაცვის სამინისტრო სხვადასხვა მიზეზით დატოვა. მან ჟურნალისტებს ამასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი დეპარტამენტისთვის მიმართვა ურჩია.
დღესვე საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ იოსებ გიორხელიძის გატაცების საქმეში ბრალდებულებთან დურმიშხან ღვარჩლიანთან და ჯემალ შონიასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
განცხადება თავდაცვის სამინისტროს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.
"დურმიშხან ღვარჩლიანი და ჯემალ შონია 2013 წლის 10 იანვარიდან მსახურობდნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციაში. დურმიშხან ღვარჩლიანი, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, 2013 წლის 15 ოქტომბერს გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. 4 თვის შემდეგ 2014 წლის 15 თებერვალს კი დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან. ჯემალ შონია 2013 წლის 13 სექტემბერს, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, 2014 წლის 13 იანვარს კი დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დურმიშხან ღვარჩლიანი და ჯემალ შონია სამეგრელო- ზემო სვანეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის გასამხედროებული ქვედანაყოფის წევრები იყვნენ. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მათ, ისევე, როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთში არსებული სხვა გასამხედროებული ქვედანაყოფების წევრებს, თავდაცვის სამინისტროში მუშაობის შანსი მიეცათ. თუმცა, დაკისრებული მოვალეობის მიმართ გულგრილი დამოკიდებულების და საქმის არაჯეროვნად შესრულებისთვის, დურმიშხან ღვარჩლიანმა და ჯემალ შონიამ რამდენიმე თვეში, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, შეიაღებული ძალები დატოვეს", - აღნიშნულია განცხადებაში.
იოსებ გიორხელიძე, 10 ოქტომბერს გაიტაცეს.
შსს-ს თანამშრომლებმა კი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყოფილი კუდ-ის თანამშრომელი - 1962 წელს დაბადებული დურმიშხან ღვაჩლიანი, ყოფილი სოდ-ის თანამშორმელი - 1977 წელს დაბადებული ჯემალ შონია, ასევე, 1983 წელს დაბადებული ალექსანდრე ჭანტურია და 1978 წელს დაბადებული გიორგი ქალდანი - იოსებ გიორხელიძის ანგარებით მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე დააკავეს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 912
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია