დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ომბუდსმენმა წინადადებით მიმართა მთავარ პროკურატურას, მსჯავრდებულის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყოს
ავტორი:
2013/დეკემბერი/26 21:00:03
სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა მთავარ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება მსჯავრდებულ ო.გ-ს მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს, სახალხო დამცველი ასევე მიმართავს სასჯელაღსრულების სამინისტროს, განახორციელოს სამსახურებრივი შემოწმება სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში.
"2013 წლის 24 დეკემბერს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულების გეგმური მონიტორინგისას, სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა ნახეს როგორ აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას მსჯავრდებულ ო.გ-ს დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელი. სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა ო.გ-ს ახსნა-განმარტება ჩამოართვეს და შესაბამისი ოქმიც შეადგინეს, რომელიც წინადადებასთან ერთად გადაეგზავნა მთავარ პროკურატურას და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს", - აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1198
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია