დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მერიის სისტემაში ატესტაცია 1-ელ ნოემბერს ჩატარდება
ავტორი:
2014/ოქტომბერი/18 10:00:02
მერიის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემაში ატესტაცია 1-ელ ნოემბერს ჩატარდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მთავრობიდან აცნობეს, მერმა დავით ნარმანიამ უკვე ხელი მოაწერა #1180 ბრძანებას "ქალაქ თბილისის მერიის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემაში ატესტაციის დროის განსაზღვრის, ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიისა და ატესტაციის ჩატარების გრაფიკის დამტკიცების თაობაზე".
ბრძანების თანახმად, "ქალაქ თბილისის მერიის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემაში ატესტაციის პირველი ეტაპის - ტესტირების ჩატარების თარიღად განისაზღვრა 1-ელი ნოემბერი, ხოლო ატესტაციის მეორე ეტაპის - გასაუბრების ჩატარების თარიღად 7-14 ნოემბერი.
დამტკიცდა ატესტაციის დაქვემდებარებულ მოხელეთა სია და ატესტაციის მე-2 ეტაპის - გასაუბრების ჩატარების გრაფიკი.
#1180 ბრძანების თანახმად, ატესტაციას დაქვემდებარებული ყველა მოხელე, ინფორმაციას ატესტაციის პირველი ეტაპის - ტესტირების გამართვის ადგილისა და დროის თაობაზე მიიღებს ინდივიდუალურად, ელექტრონული ფოსტისა და მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით, რომელსაც უზრუნველყოფს სსიპ "გამოცდების ეროვნული ცენტრი".
დავით ნარმანიამ ასევე ხელი მოაწერა #1181 ბრძანებას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა თანამდებობრივი ინსტრუქციები - სამუშაოთა აღწერილობის შესახებ.
ინფორმაცია თანამშრომელთა ატესტაციის ფარგლებში ჩასატარებელი ტესტირების შესახებ, ტესტების ნიმუშთან ერთად, ატვირთულია თბილისის მერიის ვებგვერდზე www.tbilisi.gov.ge
და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე - www.naec.ge

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1647
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია