დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მიგრაციის სამსახური მარტში შეიქმნება
ავტორი:
2014/თებერვალი/19 17:30:02
მიგრაციის სამსახური მარტის თვეში შეიქმნება. ამასთან, მიმდინარეობს არალეგალ მიგრანტთა განთავსების ცენტრის მშენებლობა, რომელიც სექტემბრამდე დასრულდება.
შესაბამისი ინფორმაცია პარლამენტის წევრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ მიაწოდა, რომელმაც პარლამენტს, მეორე მოსმენით, "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონპროექტი წარუდგინა.
იზორიას ცნობით, არალეგალ მიგრანტთა განთავსების ცენტრი თბილისში შენდება, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისთვის განკუთვლ კორპუსებთან ახლოს.
"მარტში აპირებს ჩამოსვლას სადამკვირვებლო მისია, რათა პროცესს გაუწიოს მონიტორინგი. ჩვენ ამ მისიას დავპირდით, რომ სამსახური მარტში შეიქმნებოდა და დანაპირებს ვასრულებთ - შეიქმნება მთავარი სამმართველო და ამ სამმართველოს ერთ-ერთი სტუქტურული რგოლი განთავსების ცენტრი იქნება. ის უცხოური გამოცდილებისა და სტანდარტების გათვალისწინებით იქმნება", - განაცხადა იზორიამ პარლამენტის სესიაზე.
საქართველოში უცხოელთა ყოფნის საფუძვლები, ვიზის და ბინადრობის ნებართვის აღებასთან დაკავშირებული პროცედურები, ასევე საქართველოდან უცხოელთა გაძევების საფუძვლები და პროცედურები "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონპროექტით მთლიანად გადაიხედა.
ამ მიმართულებით სრულიად ახალი საკანონმდებლო ინიციატივა მიგრაციის საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიამ მოამზადა და ის პარლამენტს გასული წლის ნოემბერში წარედგინა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1189
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია