დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სლოვაკეთმა საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა
ავტორი:
2014/ოქტომბერი/17 18:00:02
სლოვაკეთის რესპუბლიკამ საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ ხელი მოაწერა ევროკავშირსა და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას.
როგორც სლოვაკეთის პრეზიდენტის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, სლოვაკეთი ევროკავშირის იმ ქვეყნებს შორის აღმოჩნდა, რომლებმაც ერთ-ერთმა პირველებმა მოახდინეს ხელშეკრულების რატიფიცირება.
"ასოცირების შესახებ შეთანხმებების რატიფიკაცირება არის ისტორიული ეტაპი, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნულ ქვეყნებს განახორციელონ მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები ევროკავშირის სტანდარტებთან დასაახლოებლად. სლოვაკეთი შემდგომშიც გააგრძელებს ზემოაღნიშნული სახელმწიფოების დახმარებას მათ მიერ არჩეულ გზაზე", - ნათქვამია სლოვაკეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 967
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია